საკმარისია სიტყვები - სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონები დგნან, მოროდიორობის, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა - მიხეილ პოდოლიაკი

mixail podoliaki

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს, ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

„სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონები დგნან, დაუყოვნებლივ მოროდიორობის, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა. საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები: საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. საკმარისია სიტყვები", - წერს პოდოლიაკი.