„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო უკრაინის დატოვების მითითება მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა ნებართვა, რომ საელჩოს გარკვეულმა ნაწილმა უკრაინა დატოვოს.
BBC-ი წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიმართავს უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ უკრაინის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა განიხილონ.
განცხადების თანახმად, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას გეგმავს.
„არსებობს ცნობები, რომ რუსეთი გეგმავს მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი.
რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის ფედერაცია გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში შეჭრის შესახებ, უარყოფს.
„სიტუაცია არ უმჯობესდება, კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლელ კოლეგებს გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ მოვლენების ასეთ ნეგატიურ განვითარებაში“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.