საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

საბერძნეთი

საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოსცა დირექტივა (NOTAM), რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ამოქმედება დღეიდან დაიწყო.

საბერძნეთი ხურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის კერძო საფრენი აპარატებისთვისაც.