1768588587
რუსულმა თვითმფრინავებმა სუმი და ახტირკა ისევ დაბომბეს
რუსულმა თვითმფრინავებმა სუმი და ახტირკა ისევ დაბომბეს. ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სამიზნე საცხოვრებელი უბნები და გაზსადენი იყო.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები დონეცკისა და სლოვოჟანსკის მიმართულებით იერიშებს იგერიებენ. ღამის განმავლობაში საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობდა ხარკოვსა და ახტირკაში, ასევე მარიუპოლში. ჩრდილოეთით მტრის შესაკავებლად, თავდაცვას ინარჩუნებენ ჩერნიგოვში. ასევე, აკავებენ საოკუპაციო ძალებს სამხრეთით, კრივოი როგის, ნიკოლაევისა და ვოზნესენსკას მიმართულებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 09:00 საათიდან სუმში ჰუმანიტარული დერეფანი სამი მიმართულებით გაიხსნება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ამოქმედდება სულ ექვსი ჰუმანიტარული დერეფანი სუმიდან, კიევის ოლქის დასახლებული პუნქტებიდან, ენერგოდარიდან, მარიუპოლიდან, იზიუმიდან და ვოლნოვახადან.
რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს
1768589535
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1768589347











