რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დღეს რეკორდული დანაკარგი განიცადეს -  უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების პრესსამსახური

xarkovi tanki

 უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების პრესსამსახურის ცნობით,რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დღეს რეკორდული დანაკარგი განიცადეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთს არასოდეს გადაუტანია სამხედრო პერსონალის ამდენი დანაკარგი.

„რუსეთს არასოდეს გადაუტანია სამხედრო პერსონალის ამდენი დანაკარგი საომარი მოქმედებების ასეთი პერიოდის განმავლობაში, მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, არცერთ შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც მან დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ ხაზს და დაიცავენ თავიანთ მიწას ოკუპანტისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.