1760126513
რუსულმა სამხედროებმა ხერსონზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს
რუსულმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე შენობა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.








