1772918011
რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული საბრძოლო მანქანა გაანადგურეს, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს - რუსული მედია
რუსმა სამხედროებმა და მესაზღვრეებმა უკრაინის ტერიტორიიდან დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შეტაკების დროს რუსეთის ტერიტორიაზე დივერსანტების ევაკუაციის მიზნით უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მანქანა შევიდა და რუსმა სამხედროებმა ორივე გაანადგურეს.
„სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო რაზმთან ერთად, დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთეს“, - აღნიშნულია სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეტაკების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა, რუს სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის.











