რუსი ტანმოვარჯიშე დოჰას საერთაშორისო ტურნირზე Z წარწერით გამოცხადდა

რუსი

რუსი ტანმოვარჯიშე, ივან კულიაკი დოჰას საერთაშორისო ტურნირზე Z წარწერით გამოცხადდა, რასაც რუსი პროპაგანდისტები უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ სიმბოლოდ იყენებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ივან კულიაკი ნახევარფინაშლი, სწორედ უკრაინელ ტანმოვარჯიშესთან, ილია კოვტუნთან დამარცხდა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.

კულიაკის ამ ჟესტის „შოკის მომგვრელი“ უწოდეს და შესაბამისად, FIG-იც შეუერთდა სანქციებს, რომლის მიხედვითაც, რუსი და ბელარუსი ტანმოვარჯიშეები ამიერიდან ვერცერთ საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებენ.