1776852218
რუსი ოკუპანტები ნიკოლაევის დაბომბვას იწყებენ
საღამოს, რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოლაევის დაბომბვა „გრადისა“ და „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით დაიწყეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია, ნიკოლაევის მერის, ალექსანდრე სიენკევიჩის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისინი ან ამოწმებენ ჩვენს საგუშაგოებს, ან ემზადებიან თავდასხმისთვის. ვფიქრობ, დაბომბვა ღამითაც გაგრძელდება.“ - წერს სიენკევიჩი.












