მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1742414907
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის ინფორმაციით რუსეთმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოური კომპანიის მფლობელობაში არსებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.
მისი თქმით,საერთაშორისო ბიზნესის შურისძიება რუსეთის დაბომბვაზე უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება.
„რუსეთში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთში არსებული უცხოური კომპანიების ქონების ნაციონალიზაციას, ანუ ჩამორთმევას სახელმწიფოს სასარგებლოდ. ათმაგად ამოადენენ ცხვირში ამ უგუნურ და თავხედურ გადაწყვეტილებას.საერთაშორისო ბიზნესის შურისძიება რუსეთის დაბომბვაზე უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება“, - წერს რომან გოცირიძე.