1791316484
რუსეთში ფიზიკური პირებისთვის უცხოური ვალუტის შეძენაზე 30%-იანი საკომისიო დაწესდა
რუსეთში ფიზიკური პირებისთვის უცხოური ვალუტის შეძენაზე 30%-იანი საკომისიო დაწესდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, 30%-იანი საკომისიო ბანკებსა და ბროკერებს შორის კონკურენტულ პირობებს ათანაბრებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთიდან 10 000 დოლარზე მეტის გატანა აკრძალა.










