კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წვდომა შეზღუდა.
„25 თებერვალს, გენერალურმა პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით აღიარა, რომ სოციალური ქსელი Facebook რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლების დარღვევაშია ჩართული“, - ნათქვამია რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის განცხადებაში.
მანამდე „ფეისბუკმა“ რუსულ მედიასაშუალებებს - „ზვეზდა“, „რია ნოვოსტი“, „ლენტა.რუ“ და „გაზეტა რუ“, წვდომა შეუზღუდა.