რუსეთსა და ბელარუსში FIDE-ს საჭადრაკო შეჯიბრებები აღარ გაიმართება

ჭადრაკი

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედების და განვითარებული მოვლენების გამო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) საგანგებო შეხვედრა გამართა.

ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსში FIDE-ს საჭადრაკო შეჯიბრებები აღარ გაიმართება.

"FIDE გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას სამხედრო მოქმედებების გამო, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიმართ. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია წინააღმდეგია ომის და გმობს სამხედრო საშუალებების ყოველგვარ გამოყენებას პოლიტიკური კონფლიქტების მოსაგვარებლად.

რუსეთსა და ბელარუსში FIDE-ს საჭადრაკო შეჯიბრებები აღარ გაიმართება. FIDE-ს საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებაზე არ იქნება გამოფენილი რუსეთისა და ბელორუსის ეროვნული დროშები და არ შესრულდება ჰიმნი,“ - წერია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

FIDE-ს საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებაზე არ იქნება გამოფენილი რუსეთისა და ბელორუსის ეროვნული დროშები და არ შესრულდება ჰიმნი,“ - წერია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში