რუსეთს და ბელარუსს 2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ

ოლიმპიადა

რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. 

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკა და სპორტი გამიჯნული უნდა იყოს, თუმცა ახლა ომი თამაშებსაც შეეხო და ზოგიერთი მთავრობა გავლენას ახდენს მათ ღონისძიებაზე.

ცნობისთვის, პარალიმპიადა შაბათს იწყება, პარასკევს კი გახსნის ცერემონია გაიმართება.

✕