აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
1752952070
რუსეთს კიდევ ერთი საკრედიტო ბარათის კომპანია American Express-ი ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ American Express-ი ბიზნესოპერაციებს ბელარუსშიც წყვეტს.
როგორც კომპანიამ განაცხადა, რუსეთში გაცემულ ბარათებს მის ფარგლებს გარეთ ვერ გამოიყენებენ და გლობალურად გამოშვებული American Express ბარათები რუსეთში აღარ იმუშავებს.
ცნობისთვის, რუსეთთან თანამშრომლობა VISA-მ და Mastercard-მაც შეწყვიტეს. აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას. ამასთან, რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც