რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოიყენა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოიყენა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა ომის დაწყებიდან პირველად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებს.

დარტყმა ქალაქ დნიპროზე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ბალისტიკური რაკეტა რუსეთმა ასტრახანის ოლქიდან გაუშვა. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ამ ტიპის ბალისტიკურ რაკეტას ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. ოკუპანტის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.