კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, რუსეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვეტო დაადო.
პროექტს მხარი საბჭოს წევრმა 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა კი თავი შეიკავეს. რეზოლუცია რუსეთს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მინსკის შეთანხმების შესრულებასა და უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების უკან გაწვევას ავალდებულებდა.
სესიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არასდროს უნდა დანებდნენ“.
„მშვიდობას კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთ. ჯარისკაცები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ყაზარმებში. ლიდერები დიალოგისა და მშვიდობის გზას უნდა მიუბრუნდნენ“, – აღნიშნა გუტერეშმა.