რუსეთმა ქვეყნიდან ფინელი დიპლომატები გააძევა

საგარეო

ფინეთიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ, რუსეთმა ორი ფინელი დიპლომატი გააძევა. ფინეთის ელჩი რუსეთში ანტი ჰელანტერია მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ CNN წერს.

„ელჩს წარუდგინეს განცხადება ევროკავშირის სანქციების კამპანიის ფარგლებში ჰელსინკიში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ფინეთიდან უსაფუძვლო გაძევებასთან დაკავშირებით.

ელჩს აცნობეს, რომ ფინეთის ხელისუფლების ამ ქმედებებზე რეაგირების შედეგად, რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, მოსკოვში ფინეთის საელჩოს თანამშრომლების რუსეთის ფედერაციაში შემდგომი ყოფნის მიუღებლობის შესახებ“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ფინური გაზის კომპანია Gasum რუსულ გაზს რუბლებში გადახდაზე უარს ამბობს.