„რუსეთის თავდაცვის სექტორზე ვაწესებთ დამატებით სანქციებს​, მათ შეეზღუდებათ წარმოება" - ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს - საუბარია თავდაცვის სექტორზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევის გამო, შეზღუდვები შეეხება კომპანიებს, რომლებიც ამზადებენ საბრძოლო თვითმფრინავებსა და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალებს.

„რუსეთის თავდაცვის სექტორზე ვაწესებთ დამატებით სანქციებს. კომპანიები, რომლებიც ამზადებენ საბრძოლო თვითმფრინავებს, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალებს, მათ შეეზღუდებათ წარმოება, რადგანაც ისინი არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს.

ჩვენ ლუკაშენკოს მმართველობაზეც გვსურს გავაკეთოთ კომენტარი, მათაც დაუწესდებათ სანქციები. ჩვენ შევზღუდავთ ბელარუსიის ექსპორტის მიმართულებას. მის რეჟიმსაც ექნება შედეგი და ჩვენ გავცემთ საკადრის პასუხს.

ეს არის პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი და ეს დღითი დღე უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთის მოსახლეობა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და ის სამხედროები, რომლებიც გაიწვიეს უკრაინაში, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ რატომ მიდიოდნენ. მათ ეგონათ, რომ წვრთნებზე მიდიოდნენ. ახლა მე მინდა გავაჟღერო რუსეთის მოსახლეობის მესიჯი, მე არ ვიცი ისინი მოისმენენ თუ არა ჩემს სიტყვებს, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ გსურთ იყოთ ნაწილი და მონაწილე ამ ომის, თქვენ, როგორც უკრაინელებს, როგორც ამერიკელებს, გაქვთ იგივე მისწრაფებები, კარგი სამუშაო ადგილი, სუფთა წყალი, ბუნებრივი აირი, საშუალება, რომ თქვენს შვილებს მისცეთ საუკეთესო განათლება, რატომ უნდა ხდებოდეს ასე? რატომ შეიძლება იფიქროთ, რომ პუტინის აგრესია ამ ყველაფრის მიღწევაში დაგეხმარებათ, ეს ასე არ იქნება.

ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ დავუწესოთ რუსეთს სანქციები, ეს სანქციები არ არის მიმართული თქვენკენ, ეს სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ პუტინმა შეაჩეროს ეს აგრესია.

ხვალ მივემგზავრები ბრიუსელში, შევხვდები ჩვენს მოკავშირეებს ნატოდან , დიდი შვიდეულიდან და ასევე ევროკავშირიდან, ჩვენ განვიხილავთ იმ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომლებიც გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, იმ შემთხვევაში თუ თავდასხმა მოხდება ნატო-ს წევრ ერთ-ერთ ქვეყანაზე ეს ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ყველა ქვეყანას დაესხნენ თავს," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.