რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამხედრო პორტი დაბომბეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამხედრო პორტი დაბომბეს.

გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშის შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა შეტევა განახორციელეს პორტზე და რადარზე და სამხედრო ინფრასტრუქტურას ზუსტი დარტყმები მიაყენეს.