რუსეთის საელჩო ათენში: „ბერძნები ნაცისტ უკრაინელებს ეწირებიან“

rusetis saelcho atenshi

რუსეთი თავის „გაპრავებას“ განაგრძობს და ხელს ისე უკრაინისკენ იშვერს. რამდენიმე საათის წინ რუსეთის საელჩომ ათენში, გაავრცელა ინფორმაცია სადაც წერს, რომ მარიუპოლში ბერძნული წარმოშობის ადამიანები თავად უკრაინელების თავდასხმას ეწირებიან.

როგორც ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, სოფელ სარტანაში მცხოვრები ბერძნები ეწირებიან Grad-ის ტიპის რაკეტებს, რომლებსაც თავად უკრაინელების ნაცისტური ბატალიონი უშვებს. იქვე განმარტავს, რომ რუსული მხარე ბოლოს მოუღებს დასავლეთის მიერ ნაცისტების წვრთნას.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საფუძვლიან ფაქტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბერძნების სიკვდილი რუსების თავდასხმამ გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნულ რეგიონში ხორციელდება საჰაერო თავდასხმა და იქ მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავენ. ბერძნული მხარე ხაზგასმით აცხადებს, რომ მათი მოქალაქეები რუსულ ძალადობას ეწირებიან.