რუსეთის დელეგაცია, უკრაინელებთან მოსალაპარაკებლად, უკვე ბელარუსში იმყოფება - პესკოვი

პესკოვი

რუსეთის დელეგაცია, უკრაინელებთან მოსალაპარაკებლად, უკვე ბელარუსში იმყოფება,- ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, ასევე - სხვა უწყებების წარმომადგენლები.

„მზად ვიქნებით, დავიწყოთ მოლაპარაკებები გომელში," - განაცხადა პესკოვმა.