1763237570
რუსეთის ბაზარს Puma-ც ტოვებს
უკრაინაზე განხორციელებული იერიშის გამო, სპორტული სამოსისა და ინვენტარის მწარმოებელი კომპანია Puma რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებას წყვეტს და მაღაზიების მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით აჩერებს.
ცნობისთვის, რუსეთში დაიხურა Hermes-ის, Cartier-ის და Chanel-ისა და H&M-ს მაღაზიებიც. მანამდე კი რუსეთის ბაზარი Louis Vuitton-მა და სხვა რამდენიმე კომპანიამ დატოვა.











