რუსეთის 40 ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა - დააკავეს 700-ზე მეტი დემონსტრანტი

აქცია რუსეთში

რუსეთის 40 ქალაქში ერთდროულად ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

რუსმა სამართალდამცველებმა აქციები დაშალეს და აქტივისტები დააკავეს, მათ შორის მოსკოვშიც. დაკავებულია აქციის 700-ზე მეტი მონაწილე.