რუსეთი საჰაერო სივრცეს ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ავიარეისებისთვის ხურავს

rusiia

რუსეთმა, ბულგარეთის, პოლონეთის და ჩეხეთის ხელისუფლების არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, საჰაერო სივრცე ამ ქვეყნების ავიალაინერებისთვის დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა TASS-ი ავრცელებს. 

"ახლა, მათგან ფრენები რუსეთის ფედერაციაში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ნებართვით, იტყობინება ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახური. 

ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საავიაციო ორგანოების არამეგობრული გადაწყვეტილებების გამო, 2022 წლის 26 თებერვლიდან, მოსკოვის დროით 15:00 საათიდან, ამ სახელმწიფოების ავიაკომპანიებს და/ან მათში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს შეზღუდვები უწესდება.

შეზღუდვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის ტრანზიტული ფრენები რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცის გავლით შეიზღუდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„ამ ქვეყნებიდან ფრენები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით“, - დასძინა პრესსამსახურმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი, ჩეხეთი და პოლონეთი ცას რუსული თვითმფრინავებისთვის კეტავდნენ. ასე გამოეხმაურნენ ქვეყნები უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას.

მათ გარდა, დიდმა ბრიტანეთმა ასევე დახურა საჰაერო კომუნიკაცია რუსეთთან. რუსეთის ფედერაციამ უკვე მოახდინა რეაგირება ამ ნაბიჯზე და შემოიღო საპასუხო ზომები: დაკეტა ცა ბრიტანული თვითმფრინავებისთვის" - წერს გამოცემა.