რუსეთი თავწაცლილი ქათამია - ვერა პოლოზკოვამ, ჩულპან ხამატოვამ და ანტონ დოლინმა რუსეთი დატოვეს

vera

რუსმა ცნობილმა სახეებმა, პოეტმა, ვერა პოლოზკოვამ, მსახიობმა ჩულპან ხამატოვამ და კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა რუსეთი დატოვეს.

დოლინის თქმით, ახლა რუსეთიდან გამგზავრება არის პრივილეგია. განმარტავს, რომ ამჟამად ლატვიაში იმყოფება და არ აქვს არც ორმაგი მოქალაქეობა, არც გადადებული თანხა და არც არანაირი სამუშაო კონტრაქტი სხვა ქვეყანაში.

„შეუძლებელია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პირზე ხელს გაფარებენ, მით უმეტეს, ისეთი ადამიანისთვის, რომლის მთავარი იარაღი – სიტყვაა. მე უბრალოდ ვერ ვსუნთქავდი მოსკოვის ჰაერს, რომელშიც ხალხი აგრძელებდა გეგმების განხილვას, ფილმების ყურებას, ხელოვნების კრიტიკის დისკუსიებს, ვერნისაჟებსა და პრემიერებზე სიარულს, მაშინ როცა უკრაინაში ხალხი კვდება.

რუსეთი თავწაცლილი ქათამია. მთელი მსოფლიო დაინგრა ათი დღის წინ. რუსეთში მცხოვრები ყველა ადამიანის ცხოვრება, რომელიც ლაპარაკობს რუსულად, ან სულ მცირე, ჩართულია რუსულ კულტურაში,  შეიცვალა. უბრალოდ, ბევრმა (უმეტესობამ?) ჯერ ვერ გააცნობიერა.

მსახიობი ჩულპან ხამატოვა ასევე ლატვიაში გაემგზავრა, სადაც მას კერძო საკუთრება აქვს. თეატრში მის როლს სხვა მსახიობ მოირგებს. ხამატოვა გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა და ხელი მოაწერა ღია წერილს, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ომის შეჩერებას სთხოვდნენ.

ვერა პლოზკოვამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც თავად აღნიშნა, რომ რუსეთიდან გაემგზავრა.

„ჩვენ გავფრინდით… ძალიან მძიმე კვირა იყო. მთელი ცხოვრება ვმოგზაურობ და ვცხოვრობ იქ, სადაც ჩემი ენა ისმის. ძალიან მტკივნეულია – საკუთარ დაბადების დღეზე შვილებთან ერთად ქვეყნის დატოვება, მეგობრებთან გამომშვიდობება, მაგრამ სხვა არჩევანი არ დამიტოვეს…“, - დაწერა პლოზკოვამ.