რუსეთი ევროპის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

Ruseti

რუსეთი ევროპის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ნატოსა და ევროკავშირის წევრი არამეგობრული ქვეყნები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ თავისი უმრავლესობით ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში, ანადგურებენ ამ ორგანიზაციას, რუსეთი კი არ აპირებს, შეეგუოს ამ ძირგამომთხრელ საქმიანობას. დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობით, რუსეთის გარეშე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო, 25 თებერვალს რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა შეუჩერეს.