რუსეთი დასავლეთს საპასუხო სანქციებს დაუწესებს – პესკოვი

პესკოვი

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი დასავლეთს საპასუხო სანქციებს დაუწესებს.

მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები რუსეთს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ ისინი მოგვარებადი იქნება, ვინაიდან ამ გზით უცხოეთიდან იმპორტზე რუსეთის დამოკიდებულებაც შემცირდა.