რუსეთ-უკრაინის ომს ორი ფეხბურთელისა და მოთხილამურეს სიცოცხლე შეეწირა

ომის მსხვერპლები

რუსეთ-უკრაინის ომს ორი ფეხბურთელისა და მოთხილამურეს სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას The SUN  ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი  ლვოვის „კარპატის“  ყოფილი ფეხბურთელი,  21 წლის ვიტალი საპილოა. 
 
რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ის სამშობლოს დასაცავად არმიას შეუერთდა. საპილო კიევთან ახლოს საომარი მოქმედებებისას გმირულად დაიღუპა.
 

უკრაინის ომის კიდევ ერთი მსხვერპლი 25 წლის  მოყვარული ფეხბურთელი დიმიტრო მარტინენკოა. ის მაშინ დაიღუპა, როცა რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევთან ახლოს საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. 


 
ხარკოვის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა 19 წლის უკრაინელი მოთხილამურე,  ევგენი მალიშევი. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა.