რუსები YouTube-ზე ფულს ვეღარ გამოიმუშავებენ

youtube

მორიგი სანქცია რუსებს - Youtube-მა გათიშა ყველა ფუნქცია, რითაც რუსი ბლოგერები ფულს გამოიმუშავებდნენ. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Telegram-არხებზე გავრცელდა.

YouTube-მა გამოაცხადა, რომ რუსი მომხმარებლებისთვის მონეტიზაციის ყველა ფუნქციას აჩერებს, მათ შორის Premium-ს, Music Premium-ს, სპონსორობას, სუპერჩატს, სუპერსტიკერებს და ა.შ.

ასევე, Google-მა Google Play-ის მუშაობა შეზღუდა, მიზეზად კი გადახდის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. შესაბამისად, ახლა რუსი მომხმარებლები მხოლოდ უფასო აპლიკაციების გადმოწერას შეძლებენ.

ბოლო ინფორმაციით, იაპონური მწარმოებელი Mitsubishi ბევრი სხვა უცხოური ბრენდის მსგავსად რუსულ ბაზარს ტოვებს. კომპანიის განცხადებით, Mitsubishi-მა შეაჩერა საკუთარი პროდუქციის რუსეთში მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მსგავსი განაცხადი კიდევ ერთმა იაპონურმა კორპორაციამ - Hitachi-მა გააკეთა.