რუს პროპაგანდისტს, ოლგა სკაბეევას დასავლეთი სანქციებს დაუწესებს

ოლგა

რუს პროპაგანდისტს, ოლგა სკაბეევას დასავლეთი სანქციებს დაუწესებს.

სკაბეევა მეუღლესთან, ევგენი პოპოვთან ერთად, ტელეარხზე „რუსეთი- 1“ თოქ-შოუს „60 წუთი“ წამყვანია.

სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), გენადი ტიმჩენკო, ასევე რუსეთის რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს იღებს.

გარდა რუსეთისათვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება.

ევროკავშირის, აშშ-ის, ბრიტანეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების საფეხურებრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინის ბრძანებით რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის გამო წესდება.

აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის პიროვნული სანქციების სამიზნე თავად რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვიც გახდნენ.