რუს და ბელარუსელ სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ

სპარალიმპიადა

რუს და ბელარუსელ სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) დაადასტურა .

კომიტეტის პრეზიდენტის, ენდრიუ პარსონის თქმით, მრავალი ქვეყნის პარალიმპიური კომიტეტი აცხადებდა, რომ ისინი  რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობის შემთხვევაში,  პარალიმპიადაზე  არ იასპარეზებენ. 

„ბოლო 12 საათის განმავლობაში, წევრების დიდი რაოდენობა დაგვიკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ენდრიუ პარსონმა.

შეგახსენებთ, პეკინში ზამთრის პარალიმპიური თამაშები 4 მარტს გაიხსნება.