რომის პაპი - პანდემიისა და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ადამიანის უფლებების დარღვევაა

რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ადამიანის უფლებების დარღვევაა.

ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

„ყალბი ამბების უარყოფა უნდა მოხდეს, მაგრამ ცალკეულ პირებს ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. რეალობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ გვგონია და პატივი უნდა ვცეთ იმ ეჭვებს, შეშფოთებასა და კითხვებს, რომლებიც ადამიანებს უჩნდებათ“, – აღნიშნა რომის პაპმა.