მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ქარბუქი! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1771272136
30 წლის ინდონეზიელმა ფერმერმა „პრაიმ თაიმის“ ყურადღება მიიქცია. დინც სიამსუდინმა მცენარეების ჯგუფის წევრებს თავი ასე წარუდგინდა: „მოგესალმებით ყველას, მე ვარ ინდონეზიიდან“ და საკუთარი მცენარეების ფოტოები დადო.
როგორც ჩანს, ქართველები მისი ფერადი ბაღით მოიხიბლნენ და იქვე ეჭვი გამოთქვეს, ვინმე თაღლითი ხომ არ იყო, როგორც წინა შემთხვევაში.
ჩვენ პოსტის ავტორს დავუკავშირდით. პირველი კითხვა რაც დავუსვით, იყო ის, თუ საიდან იცოდა ქართული ენა და დამწერლობა. როგორც აღმოჩნდა, ის კომუნიკაციისთვის სპეციალურ პროგრამებს იყენებს და სასურველ წინადადებებს თარგმნის.
„ვარ 30 წლის. ვცხოვრობ ინდონეზიაში. მაქვს მაღაზია “DINASTY SUCCULENT“ ქალაქ ბანდუნგში.
საქართველოზე ბევრი არაფერი მსმენია, ნამყოფიც არ ვარ. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორ შემიძლია მანდ ჩამოფრენა. უბრალო ფერმერი ვარ, არ მაქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდე. ბევრი ქვეყნის მცენარეების ჯგუფში ვარ. საქართველოში ჯერ შეკვეთა არ გამომიგზავნია. თუმცა, გაგზავნილი მაქვს ნიდერლანდებში, გერმანიაში, უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში“, - გვიამბო ახალგაზრდამ.
რაც შეეხება მცენარეების ფასს, ეს ინდივიდუალურია და მყიდველთან თანხმდება.




