ელ-ნინიო ბრუნდება! რა გავლენა ექნება ამ ფენომენს საქართველოს კლიმატზე
1780858136
Visa პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ რუსეთში Visa ბარათის ყველა ტრანზაქცია მომდევნო რამდენიმე დღეში შეიზღუდოს. რუსეთის მოქალაქეები აღნიშნული ტიპის ბარათებს ვერც სხვა ქვეყნებში შრძლებენ. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"2022 წლის 5 მარტს, Visa Inc.-მ გამოაცხადა, რომ რუსეთში ოპერირებას წყვეტდა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს.
Visa იმუშავებს თავის პარტნიორებთან, რათა რუსეთში Visa-ს ყველა ტრანზაქცია უახლოეს დღეებში შეჩერდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
საყურადღებოა შემდეგი გარემოება - რუსეთში გაცემული Visa ბარათებით ტრანზაქცია ვერც ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელდება.
ხოლო რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი Visa ბარათი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ იმუშავებს.
"ჩვენ იძულებულნი ვართ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და იმ მიუღებელი მოვლენების ფონზე ვიმოქმედოთ, რისი მოწმენიც გავხდით. ეს ომი, მშვიდობისა და სტაბილურობის ამჟამინდელი საფრთხე მოითხოვს, ვიმოქმედოთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად", - თქვა Visa Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალ კელმა.