VIDEO: რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1769200217
რამდენიმე დღეა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისთვის უკრაინის ცის ჩაკეტვას ითხოვს, თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის თუ რა იგულისხმება ამ ტერმინში.
თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ სამხედრო ექსპერტს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.
მისი განმარტებით, რუსეთისთვის უკრაინის ცის ჩაკეტვა მხოლოდ უკრაინას შეუძლია, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარდება, რადგან ამ გადაწყვეტილებას რუსეთი აუცილებლად დაარღვევს.
„ცის დაკეტვა ეს არ არის რაიმე დეკლარირებული აქტი საომარი მოქმედებების დროს, რომ გამოაცხადებ თუ არა შეწყვეტენ ფრენას. არც რაიმე ტრანზიტულია საჰაერო სივრცე, რომ გადაატრიალო გასაღები და დაიკეტოს, მას სჭირდება აღსრულება, ეს მშვიდობიან პერიოდში ცხადდება საერთოდ ჩაკეტილად, თორემ საომარ ვითარებაში, როცა ომია, როცა საბრძოლო ავიაცია დაფრინავს. რაკეტებს ისვრიან და ა.შ ცა ისედაც ცხადდება დაკეტილად.
უკრაინამ შეიძლება გამოაცხადოს ხმელეთი დაკეტილად, შეუძლია გამოაცხადოს სახმელეთო საზღვრები და საზღვაო საზღვრები დაკეტილად, მაგრამ აღასრულა?! შემოჭრილია მტერი 100, 200 და 300 კილომეტრით სიღრმეში ლამის 3000 კილომეტრიან სახმელეთო და საზღვაო პერიმეტრზე. ანალოგიურად არის საჰაერო სივრცეც, შეგიძლია გამოაცხადო დაკეტილად, მაგრამ რუსეთის ავიაცია მაინც შემოფრინდება, ამას გამოცხადება არ სჭირდება, ამას სჭირდება აღსრულება საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და გამანადგურებელი ავიაციით. ორი ტიპის სისტემები გამოიყენება მიწა - ჰაერი, ჰაერი-ჰაერი პლიუს არის რადიო ელექტრონული ბრძოლის საშუალებები რომლებითაც ზემოქმედებ ავიაციაზე და ურთულებ მათ შენი საჰაერო სივრცის გამოყენებას , ურთულებ მართვას, იარაღის გამოყენებას და ა.შ
აქ საუბარია ავიაციის გადმოცემასთან დაკავშირებით, რომ ამ ავიაციით მოხდეს საჰაერო სივრცის დაკეტვა, თუმცა ეს ტერმინი არასწორია, ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ ომია. ანალოგიურად შეუძლია მან გამოაცხადოს, რომ რუსეთისთვის დაკეტილია საზღვრები, ვინ ემორჩილება?! ამიტომ 50-100 თვითმფრინავის, რომ გადასცენ უკრაინას NATO ვერ გამოაცხადებს უკრაინის ცას დაკეტილად, თავად უკრაინამ უნდა გამოაცხადოს. რამდენი თვითმფრინავიც არ უნდა გადასცენ რუსეთი მაინც დაარღვევს ამ საჰაერო სივრცეს.
რაც შეეხება საფრენი აპარატების MiG-29-ის გამოყენებას და მათ ეფექტიანობას, მხოლოდ ავიაციით ცას ვერ დაკეტავს, მას სჭირდება საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მას სჭირდება სარეზერვო სისტემა, ქსელი სჭირდება რადარების მთელ ტერიტორიაზე, რათა მთელ დიაპაზონში დაბალი სიმაღლეებიდან სტრატო სფეროს ბოლომდე გადაკეტონ საჰაერო სივრცე. საჭიროა საშუალო და შორი მანძილის საზენიტო კომპლექსები და მათთან ერთად კომპლექსურად უნდა ებრძოდნენ მოწინააღმდეგის, საფრენ აპარატებს, ეს იქნება რაკეტები თუ ავიაცია, პილოტიანსა და ასევე უპილოტო საფრენი აპარატებს, რომელსაც გამოიყენებს რუსეთი.
გაისმა მოსაზრებები, რომ პოლონეთის ტერიტორიიდან მოხდეს MiG29-ის გამოყენება, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ძალიან დიდი მანძილია და MiG-29-ს ასეთი დიდი საბრძოლო რადიუსი არ აქვს. თვითმფრინავი უნდა მოვიდეს მაშინ, როცა ცაში რუსული თვითმფრინავები არ არიან, არამედ კონკრეტულად, როცა საჰაერო იერიშს იწყებს რუსეთი. რუსეთმა დიდი რაოდენობით შეიტანა საჰაერო თავდაცვის კომპლექტები უკრაინის ტერიტორიაზე.
ვფიქრობ, რომ ეს უფრო მორალური ზეწოლა არის დასავლეთზე. ხვდება ზელენსკი, რომ მეტი აქტიური მხარდაჭერა იყო დასავლეთიდან საჭირო ომამდე ტექნიკური საშუალებებით, ავიაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და ა.შ რომ ასე მოკლე ვადაში რუსეთს ვერ მოეხერხებინა ბატონობის მოპოვება უკრაინის საჰაერო სივრცეში, რადგან ამ ტიპის საომარ მოქმედებებში ჰაერში ბატონობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ..