5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გათიშულია - რას ნიშნავს სადგურის გათიშულ მდგომარეობაში ყოფნა და რა საფრთხეების წინაშე დგას უკრაინა, ამას უკრაინული მედია Energoatom-ზე დაყრდნობით განმარტავს.
სადგურში დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობში დაახლოებით, 20 000 დახარჯული საწვავის ასამბლეა ინახება, რომელსაც მუდმივი გაგრილება სჭირდება. გაგრილების სისტემა კი ელექტროენერგიაზე მუშაობს ანუ გაგრილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არის მუდმივი ელექტრომომარაგება.
გაგრილების გარეშე არსებული საწვავის ავზებში ტემპერატურა მოიმატებს, რაც გარემოში რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფის მომატებას იწვევს.
გაფრქვეული რადიოაქტიური ნივთიერებები ღრუბლის მასით ქარმა შეიძლება უკრაინიდან ბელორუსიის, რუსეთის, ევროპის სხვა რეგიონებში გადაიტანოს.
დაწესებულებაში თუ არ იქნება ვენტილაცია, იქ მყოფი პერსონალი რადიაციის საშიშ დოზას მიიღებს;
ასევე, ხანძრის ჩაქრობის სისტემა არ მუშაობს და ეს ხანძრის შემთხვევაში უზარმაზარი რისკია, რომელიც შეიძლება ჭურვის აფეთქებამ გამოიწვიოს.
ამჟამად, საომარი მოქმედებები გრძელდება, რაც შეუძლებელს ხდის სადგურზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს და ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა განახლდეს.
ეს დაგაინტერესებთ:
როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი იოდი რადიაციის დროს - უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის განმარტება
ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი მოსახლეობას რადიაქტიური საფრთხისგან ჯანმრთელობის დაცვის სწრაფ და მარტივ საშუალებას სთავაზობს, რომელიც უნდა გაკეთდეს მხოლოდ ერთჯერადად.
„ვინაიდან ყველა მიმართულებით ისვრიან, შესაძლებელია ჩვენი რომელიმე ატომური სადგური დააზიანონ და მოსახლეობას რადიატიური საფრთხე დაემუქროს. პირველი, რაც ასეთი დაზიანების დროს ხდება, რადიაქტიური იოდის გამოფრქვევაა, რაც კლავს ფარისებრ ჯირკვალს. ამიტომ თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი წესები უნდა გავითვალისწინოთ. თუ საფრთხე არსებობს, უნდა მიიღოთ დიდი დოზით იოდი, რათა ფარისებრი ჯირკვალი გადარჩეს. ეს ეფექტურია წინასწარ, თუ საფრთხე ძალიან რეალურია და უახლოეს ნახევარ საათშიც შეიძლება რეალობად იქცეს ან დაზიანება/აფეთქებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში. თუ ამას აფეთქებიდან 2 საათის განმავლობაში გავაკეთებთ, დაცვის ეფექტი 90%-მდე იქნება. ნახევარი საათით ადრე კი - 100%.
ყურადღება: ეს საშუალება უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად. მისი გამეორება არ შეიძლება. რომელი იოდის მიღებაზეა საუბარი და ვისთვის რა დოზებით
ეს არის კალიუმის იოდი, რომელიც აბების ფორმით გვხვდება. მასში 250 მილიგრამი იოდია და სპეციალურად განკუთვნილი პრევენციული დოზაა რადიაციის დროს. ეს ძალიან დიდი დოზაა, 3 ათასჯერ აღემატება დღიურ ნორმას და ამიტომ სპეციალურად ბირთვული საფრთხის დროს გამოიყენება.
2 წლის ასაკიდან ადამიანმა უნდა გამოიყენოს ნახევარი აბი, ანუ 125 მილიგრამი. 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა - 40 მილიგრამი, ანუ აბის თითქმის მეექვსედი. თუ არ არის ხელმისაწვდომი კალიუმის იოდიდი და სავარაუდოდ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ასეც იქნება, ალტერნატივად 5%-იანი იოდის ხსნარიც გამოგადგებათ.
როგორ გამოვიყენოთ იოდი რადიაციის დროს?
14 წელზე უფროსი ასაკის ადამიანმა 5%-იანი იოდის 40 წვეთი უნდა მიიღოს. ეს წვეთები თბილ რძეში ან წყალში გახსენით და დალიეთ.
5-დან 14 წლამდე ბავშვებმა - 20 წვეთი უნდა გახსნან რძეში ან წყალში და მიიღონ.
5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისი დალევა აკრძალულია
როგორ უნდა დავიცვათ 5 წლამდე ასაკის ბავშვები?
2-დან 5 წლამდე: 20 წვეთი იოდი გააზავეთ წყალში და სხეულზე იოდის უჯრები, ე.წ. კლეტკები“ გაუკეთეთ.2 წლამდე ასაკის ბავშვებს იგივე იოდის უჯრები 10 წვეთი იოდით გაუკეთეთ, რომელიც ასევე წყალშია გახსნილი.ყურადღება: ეს საშუალება უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად. მისი გამეორება არ შეიძლება.