„ეს ვიტამინი მართლა ატომური ბომბია... ეს ანოტაციაში არ უწერია...“ - ზაზა თელიას გაფრთხილება
1770923683
ქართველი მეზღვაური, რომელმაც რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემს საწვავის მიწოდებაზე უარი უთხრა და აგინა, ფეისბუქზე მის გადაწყვეტილებას განმარტავს.
“დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩემი ეკიპაჟი რუსული დროშით მცურავ გემს საწვავის მიწოდებაზე უარს ეუბნება.
მიუხედავად გამოწვევებისა, გადაწყვეტილება, რომ უარს ვამბობდი რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ყველა გემის მომსახურებაზე, გარდა გადაუდებელი საჭიროებისა, 4 დღის წინ მივიღე. ეს იყო ჩვენი მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმა, ის მცირედი, რაც ამ სიტუაციაში შეგვეძლო გაგვეკეთებინა რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად.
დღეს კი უკვე საზღვაო სფეროშიც ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროპამ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის სახელმწიფოსთან აფილირებულ ყველა კომპანიას სანქციები დაუწესეს.
მე, როგორც ადამიანს/მეზღვაურს, ვალდებულება მაკისრია ზღვაში თუ ხმელეთზე დავეხმარო ნებისმიერს, ვისაც უჭირს. რუსეთის გემი კი უსაფრთხოდ იდგა ღუზაზე.
რა სიმბოლურია როდესაც საზღვაო სფეროში ღუზა იმედის სიმბოლოდ მიიჩნევა”, – წერს მეზღვაური.