„რაღაც სხვანაირად გვექცეოდნენ“ - რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ დამცველი

Павло Піковець

როგორ ექცევიან რუსები „აზოვსტალში“ აყვანილ ტყვეებს - ამის შესახებ მესაზღვრე პაველ პიკოვეცმა ისაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„არ ვიტყვი, რომ იქ გვაწამებდნენ. ჩვენ, აზოვსტალელებს, რაღაც სხვანაირად გვექცეოდნენ. შესაძლოა, პატივს გვცემდნენ ან ეშინოდათ. ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, ვიცოდი ვისთვის - ჩემი მეუღლისთვის და ქალიშვილისთვის. ვამბობდი: ისინი მელოდებიან, მე უნდა დავბრუნდე“, - განაცხადა უკრაინელმა მესაზღვრემ.

პაველ პიკოვეცი რუსების ტყვეობაში 15 აპრილის შემდეგ იმყოფებოდა.