რაგბი ევროპა რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობას წყვეტს

ევროპა

რაგბი ევროპა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობას წყვეტს და უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას გმობს.  ამის შესახებ რაგბი ევროპა  განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, რაგბი ევროპა მშვიდობის ევროპულ ფასეულობებს და ადამიანის უფლებებს იცავს. რაგბი ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეწყვიტოს ყველა ღონისძიება, ტურნირი და მატჩი. ეს ეხება ყველა ასაკობრივ და გენდერულ კატეგორიას, ეროვნულ და საკლუბო გუნდებს“, – ნათქვამია განცხადებაში.