დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
უკრაინულმა მხარემ რუსული დანაკარგების შესახებ, ინფორმაცია განაახლა.
საჰაერო ძალების სპიკერი აცხადებს, რომ მიყენებული ზიანი მასშტაბურია. რუსეთის ჯამური დანაკარგი, ბოლო 3 დღის განმავლობაში, ასეთია: 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენები, 146 ტანკი, 706 ჯავშანტექნიკა, 49 ქვემეხი 2 გემი, განეიტრალებულია 4 300 რუსი სამხედრო. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
რაც შეეხება მხოლოდ ბოლო 24 საათის მონაცემებს, აქ ნათქვამია, რომ მოკლულია 1 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, არის 2 500-მდე დაჭრილი, ხოლო 3 500-მდე ტყვედ აიყვანეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა აგრძელებს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას საოკუპაციო თვითმფრინავების, ჯავშანტექნიკის და მტრის ცოცხალი ძალის მიმართ. დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა დაკარგეს 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები, ვერტმფრენები, გამანადგურებლები და სამხედრო მატარებელი,"- აცხადებს საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი.