„ქართველებთან საუბრისას ეჭვი არ უნდა გამოთქვათ, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა, რუსეთი - ოკუპანტი“ - რუსები ერთმანეთს რჩევებს აძლევენ, როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოში ჩამოსვლის მერე

ტურისტები

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მსოფლიომ ოკუპანტ ქვეყანას სანქციები დაუწესა. მათ შორის, ჩაუკეტეს საჰაერო ცა.

არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უკანასკნელი ქვეყნის წარმომადგენლები აქტიურად წერენ, რომ საქართველოში მოგზაურობა სურთ. ზოგს, განუსაზღვრელი ვადითაც. მეტიც, ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ რეკომენდაციებიც გასცა, „როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოში ჰყოფნის დროს“.

1. „გრუზია“ სახელწოდება არის რუსულიდან. „საქართველო“ ქართველებისთვის უკეთესია;

2. საქართველოში ახალგაზრდებთან საუბრის დაწყება აჯობებს ინგლისურად. 1991 წლის მერე დაბადებულებმა არ იციან რუსული, რადგან  საბჭოთა სკოლებში არ სწავლობდნენ და რუსეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. ინგლისური მიზანშეწონილი ენაა ურთიერთობისთვის. ბევრმა იცის რუსული, მაგრამ მიზანმიმართულად არ გაგცემენ პასუხს. ეს მათი პოზიციაა და პატივი უნდა ვცეთ მას. თუ ადამიანს ესაუბრებით 45 წლის ზემოთ, თავიდაპირველად უთხარით რამდენიმე ფრაზა ქართულად, შემდეგ, გააგრძელოთ რუსულად. 

3. ყველას კარგად ახსოვს 1992 წლის და 2008 წლის ომები. თქვენ შეხვდებით ბევრ ქართველს, რომლებიც აფხაზეთიდან და ოსეთიდან წამოვიდნენ. ქართველებთან საუბრისას ეჭვი არ უნდა გამოთქვათ, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა, რუსეთი - ოკუპანტი;

4. ჩვენგან განსხვავებით, 2008 წლის შემდეგ, იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციაში მოხვდე, ქართველებს ვიზა სჭირდებათ. ამიტომ კითხვა, რატომ არ ხარ ნამყოფი რუსეთში ან მოსკოვში, სისულელედ ითვლება. ეს არის პუტინის დასჯა. ეს არის დიდი ტრაგედია. ათი ათასი ოჯახი იძულებული იყო, გაეწყვიტათ კავშირი რუსეთში საქართველოს დისაპორასთან. ბევრმა ადამიანმა იქ მუშაობის საშუალება დაკარგა. ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულმა სანქციებმა საქართველო ეკონომიკურ კრახამდე მიიყვანა;

5. თანამედროვე რუსეთი და წარსული რეჟიმების უმრავლესობა ათეულობით წლების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ, დაწყებული 1918 წლიდან, დამთავრებული დღემდე.

✕