ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში ღამის შეტაკებების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ბავშვია.
მას არ დაუზუსტებია, დაშავებულებს შორის რამდენია სამხედრო და სამოქალაქო პირი.
კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებენ ან თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში არ მუშაობენ.
„მეგობრებო! კიეველებო! უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად ყველა დარჩით სახლსა და თავშესაფრებში! არ გამოხვიდეთ გარეთ არავინ, მათ გარდა, ვინც მუშაობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში ან თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებთ.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.