ქალაქში განგაშის სიგნალები ჩაირთო - ხარკოვთან რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურებულია

xarkovi tanki

უკრაინის ქალაქ ხარკოვში განგაშის სიგნალები კვლავ ჩაირთო. მოსახლეობა თავშესაფრებში გადადის. უკრაინული გამოცემები იუწყებიან, რომ ხარკოვთან უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული სამხედრო ტექნიკა „გრადი“ გაანადგურეს.

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი მოსახლეობას თავშესაფარში ან მეტროში გადასვლისკენ მოუწოდებს და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის:

„ძვირფასო ხარკოველებო, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ ხარკოვის სიცოცხლის უნარიანობის შესახებ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს იმის გამო, რომ ქალაქში სროლები გახშირდა. ტრანსპორტის რაოდენობა უსაფრთხოების მიზნით შევკვეცე.

გთხოვთ, ახლავე დაუყოვნებლივ ჩახვიდეთ მეტროს სადგურებში, რომელიც მომხმარებლის მისაღებად სრულად მზად არიან, ასევე ჩადით სარდაფებსა და თავშესაფრებში. რაც შეეხება სათბობი ქსელის მუშაობას 2 სადგური დაზიანებულია, ერთი უკვე მწყობრშია, მეორის შეკეთება კი მიმდინარეობს. გათბობის გარეშე დარჩენილი 70 სახლი უზრუნველყოფილი იქნება გათბობით.

რაც შეეხება პროდუქტებით მომარაგებას, არსებობს პრობლემები თანამშრომლებში, რომლებიც ოლქში ცხოვრობენ, ჩვენთან მუშაობენ და სახლიდან ჩვენამდე მოსვლას ვერ ახერხებენ“, - აცხადებს ხარკოვის მერი.