„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
„ცოტა რამაა იმაზე უფრო ამაზრზენი, ვიდრე დაუცველისა და მოწყვლადის სამიზნეში ამოღება. გაერთიანებული სამეფო საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება და პუტინს მისი საშინელი დანაშაულებისთვის პასუხს ვაგებინებთ.“ - ასე გამოეხმაურა „ტვიტერზე“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას.
შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.