შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
გადაცემაში - „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“, ვლადიმირ პუტინის მეგობარი, მილიარდერი, სერგეი პუგაჩოვი რუსეთის პრეზიდენტზე საინტერესო და ექსკლუზიურ ამბებს მოჰყვა.
- არც ისე მშვიდობიანი საღამოა, მაგრამ მინდა გკითხოთ, სერგეი: თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდით ვლადიმერ პუტინთან და საინტერესოა, რა დაემართა ახლა მას?
- უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვის. ის იბრძვის რუსეთისთვისაც, რადგან რუსეთმა 20 წლის განმავლობაში ვერაფერი შეძლო. მე არ ვყოფილვარ პუტინის ახლო მეგობარი, თუმცა წლების განმავლობაში მქონდა მასთან ახლო ურთიერთობა, ვთანამშრომლობდი და ვეხმარებოდი, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო.
- მიუხედავად ამისა, თქვენ მას ძალიან კარგად იცნობთ.
- დიახ, ძალიან კარგად ვიცნობ.
- რატომ წავიდა ამ დანაშაულზე, რომელიც ჰიტლერის მიერ ჩადენილ დანაშაულებთანაა გათანაბრებული და სადამდე შეიძლება ის მივიდეს?
- ჯერ 20 წლის წინანდელ ამბებს გაგახსენებთ. ფიქრობთ, რომ პუტინი ძალიან კარგი ბიჭი იყო და ახლა დაემართა რაღაც? არა, გაიხსენეთ, რომ პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა სახლების აფეთქებით. ეს ხდებოდა არა უკრაшნაში ან სხვა ქვეყანაში, არამედ, ეს ხდებოდა რუსეთში. ბენდერებსა და ნაცისტებს კი არ აფეთქებდა, არამედ აფეთქებდა რუსб მშვიდობიან მოსახლეობას. ამაზე წიგნებია დაწერილი და ფილმებია გადაღებული. ეს ხდებოდა მისი საარСევნო კამპანიის პარალელურად. ელცინმა თქვა, - დავიღალე, მივდივარ და მის ფონზე გამოჩნდა ახლგაზრდა, ენერგიული კაცი, „ეფესბეს“ დირექტორი. ის არ აღიქმებოდა ბოროტებად. ის აღიქმებოდა როგორც ანატოლი სობჩაკის საახლობლო წრის წარმომადგენელი. უცოდველი სობჩაკიც არ ყოფილა, მაგრამ ლიბერალური განწყობების ადამიანი იყო და ხალხს მოსწონდა. ამიტომ პუტინი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოვიდა პრეზიდენტად. შენობების აფეთქება იყო სპეცოპერაცია იმისთვის, რომ „ეფესბეს“ დირექტორი პრეზიდენტი გამხდარიყო. ამიტომ ის აირჩიეს ლეგიტიმურად, გაყალბების გარეშე. შემდეგი ნაბიჯი - ნორდვოსტი, ესეც სპეცოპერაცია იყო, პუტინის რეიტინგის ასაწევად. მან დახოცა საკუთარი მოქალაქეები. შემდეგი ბესლანის ისტორიაა, პუტინმა აქაც რეიტინგის ასაწევად მიიღო ხალხის დახოცვის გადაწყვეტილება.
- გასაგებია, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, მაინც, რა ზღვრამდე შეიძლება, მივიდეს?
- დღევანდელი სიტუაცია უფრო ტექნიკური საკითხია. მას რისი გაკეთებაც უნდოდა, უკვე გააკეთა. მას არ ესმის არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ - საკუთარი ჯარის. ეს არის ადამიანი, რომელსაც გარშემო ის ადამიანები ჰყავს, ვინც კომფორტს უქმნის. კომფორტი არის მისი საყვარელი მდგომარეობა. აქვს საყვარელი ფრაზაც - რუსეთი უნდა იყოს კომფორტული. იმისათვის, რომ კომფორტი იგრძნო, გარშემომყოფები უნდა გეუბნებოდნენ იმას, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებს. მან პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრად ავეჯის მაღაზიის დირექტორი, ანატოლი სერდიუკოვი დანიშნა. ის დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა პუტინს და ჩემთან აქვს ნათქვამი - არ მინდა მინისტრობა, ჩემგან რა მინისტრი უნდა დადგეს, მოლდოვაში 2 წელი მძღოლად ვმუშაობდიო. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინს არ აინტერესებდა ჯარის ბედი. მას სურდა ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა ვაჭრობასა და ციფრებში. ლიკვიდური აქციების გაყიდვა სურდა და სერდიუკოვსაც უთხრა, გაყიდვიდან 2%-ზე მეტი არ აიღოო. მან დაშალა ჯარი. მოახდინა მისი დემორალიზაცია. როგორ არის ჯარი მომზადებული ომისთვის, ეს გამოჩნდა უკრაინაში, როცა ვნახეთ, რომ ტანკები გაძარცულია და შიგნიდან ფერადი მეტალებია ამოღებული, არც რადიოსადგურები აქვს. ეს ხომ უკრაინელებს არ გაუკეთებიათ, ეს თავად რუსებმა გააკეთეს, დიდი ხნის წინ. როცა საქართველოსთან ომი წამოიწყო, სერდიუკოვმა თავად მითხრა: გადავარჩიეთ ტექნიკა და როცა ტანკები საქართველოსკენ დაიძრნენ, უკვე გადარჩეული ტექნიკიდან 30% არ დაიქოქა, ხოლო რაც დაიქოქა, იქიდან 50% გზაში გაჩერდაო. ახლა უფრო უარესადაა საქმე.
- აამოქმედებს ატომურ იარაღს?
- ექსკლუზიურად გეტყვით, რომ 2001 წელს, იტალიაში ჩატარებულ სამიტზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის თმას ეხებოდა, მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. პუტინს რომ შევხვდი, ძალიან აჟიტირებული იყო, რაღაცნაირად. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი? მიპასუხა: ბუშმა მომკიდა ხელი და გვერდზე გამიყვანა, ფანჯარასთან მიმიყვანა, გარეთ გამახედა და მითხრა - ვინ არიან ესენი? არავინ! რაზე ველაპარაკოთ? შენ იცი, რომ მე და შენ შეგვიძლია, მსოფლიოს არქიტექტურა შევცვალოთ? სავარაუდოდ, ბუში სასიკეთო საქმეებს გულისხმობდა, მაგრამ პუტინმა სხვანაირად გაიგო და ამ წამიდან პუტინის მხრიდან ბუშის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ბუშს საჩუქარი გაუკეთა და კუბაში თავისი ბაზა დახურა, რომელიც ყველაზე მძლავრი გახლდათ და ერთადერთი იყო, რომლის რაკეტებიც დედამიწის მეორე ნახევარსფეროსკენ იყო მიმართული. ბუშმა ეს არ დაუფასა, მიიღო როგორც ნორმა. პუტინს კი გაუჩნდა დისკომფორტი და მითხრა - აი, მე მას ეს გავუკეთე, იმან კი არაფერი გამიკეთაო. ამ მომენტიდან ძალიან გაბრაზდა. იცით, რომ მე მქონდა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გემთმშენებელი კომპლექსი და პუტინი სულ მეუბნებოდა, ეს, რასაც შენ აკეთებ, არ არის აქტუალური, დღეს ყველაზე აქტუალური ატომური იარაღია, სხვა ომი არ იქნებაო. ეს იყო 19-20 წლის წინ.
- წამოიწყებს თუ არა ატომურ ომს პუტინი და გამოიყენებს თუ არა უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკურ ატომურ რაკეტებს?
- როცა ვამბობ, რომ არა, ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი არ წამოიწყებს ამ ომს, რომ ის გონზე მოვიდა და ჭკუა ისწავლა. ის ამას ტექნიკურად ვერ მოახრერხებს. როცა ელცინი ავად გახდა და ოპერაციისთვის ემზადებოდა, ატომური იარაღის ჩემოდანი ჩერნომირდინს გადასცა. მაგ პერიოდში ჟურნალისტებმა ჰკითხეს ჟირინოვსკის, როგორ ფიქრობთ, დაუბრუნებს ელცინს ჩემოდანსო? ჟირინოვსკის გაეცინა, - რომელი ჩემოდანი? როგორ გგონიათ, თუ ვინმე ღილაკს ხელს დააჭერს, ატომური ომი დაიწყება? ელცინი თუ იტყვის, დაიწყეთ ომიო, ამას არავინ გააკეთებს, მას თავისი გარემოცვაც კი არ ემორჩილებაო. დღეს სიტუაცია ასეთია: პუტინი შესაძლოა, მზადაა, დაიწყოს ატომური იარაღის გამოყენება, მაგრამ გარემოცვა ამის საშუალებას არ მისცემს. იმისათვის, რომ რუსეთმა დაიპყროს უკრაინა, რუსეთის ჯარს არ ჰყოფნის ცოდნა, ტექნიკა, სულის სიმტკიცე და საშუალება, მაგრამ რომ იყოს სურვილი, ის მიწასთან გაასწორებდა ყველაფერს, როგორც ეს სირიაში გააკეთა. თუმცა, ჯარი ამაზე არ წავა. გენერალიტეტი ამას არ დაუშვებს და ამას გეუბნებით სრულიად დარწმუნებით. დამიჯერეთ, შოიგუსა და გენერალიტეტს შორის გაცილებით დიდი მანძილია, ვიდრე პუტინსა და მის მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს შორის.
- ალბათ ხედავთ, რომ უკრაინის უდიდესი ქალაქები იბომბება და თქვენ ამბობთ, რომ პუტინი ამ ქალაქებს მიწასთან არ გაასწორებს?
- ამაში ვარ დარწმუნებული. მსოფლიო ხედავს, რომ უკრაინა მყარად დგას და მსოფლიოს დიდი მხარდაჭერა აქვს, თანაც, რუსეთს - ამხელა სანქციები. ეს ყველაფერი ცვლის რუსეთის მოქალაქე ადამიანების განწყობას. უკრაინის საშინელი კადრები რუსებზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, რადგან ისინი ამას მიჩვეული არიან. რუსეთის არმიას რისი გაკეთებაც შეეძლო, უკვე გააკეთა და არავითარი სირიისა და ალეპოს სცენარი არ განვითარედება. გენერლები არ არიან მზად, ატომური ომის დასაწყებად, დამერწმუნეთ ამაში. მათ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს. პუტინი მუდმივად დააშანტაჟებს დასავლეთს - ხვალ დავაჭერ ხელს ატომური იარაღის ღილაკსო, მაგრამ დამერწმუნეთ, პუტინის რუსეთი დამთავრდა, აღარ არსებობს! შანსი აღარ აქვს! ასეთი რუსეთი აღარასოდეს იქნება, უკრაინის დამსახურებით.
- შევა პუტინი კიევში?
- თუ უკრაინა იარაღს არ დაყრის, ვერ შევა.
- დასავლეთი რუსეთის ეკონომიკას გაანადგურებს?
- გაანადგურა! მაგრამ რუსები პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებით არ გამოვლენ. არ ექნებათ საკვები, მაგრამ მაინც არ გამოვლენ.
- როგორ ხედავთ პუტინის დასასრულს?
- პუტინი სუსტი და მხდალი ადამიანია, მას მედვედევის ჯგუფი მოუღებს ბოლოს. არა მედვედევის თაოსნობით, არამედ, მისი გარემოცვა. ადამიანები, რომლებიც მედვედევის დროს ადმინისტრაციაში მუშაობდნენ.
- პუტინი კუთხეშია მიმწყდეული. როგორ ფიოქრობთ, რა გამოსავალს მოძებნის?
- ის ტყვიას არ დაიხლის, რადგან ღირსება არ გააჩნია. ეგ გამორიცხულია. შეეცდება, სეპარატისტებთან მოლაპარაკებას. მას ჯერ კიდევ არ ესმის, რომ კუთხეშია მიმწყდეული, რადგან მისი გარემოცვა მას ეუბნება იმას, რაც მას სურს, რომ გაიგონოს. ეს ხალხი მისაღებში სხვას ლაპარაკობს, პუტინის კაბინეტში - სხვას. ის საკუთარ ტრაგედიას ვერ აცნობიერებს და ვერ ხვდება, რომ პუტინის რუსეთი აღარ არსებობს. ჩემი აზრით, გარდაუვალია ჯანყი სასახლეში. მისი გარემოცვა იძულებული იქნება, პუტინი აჯანყებულებს გადასცეს, რომ თავი გადაირჩინონ. ცოტა ხნის წინ პუტინის ყველაზე ახლო გარემოცვა გულშიც კი ვერ გაივლებდა მისი მისამართით სალანძღავ სიტყვებს, ახლა კი უკვე ხმამაღლაც ამბობენ.
- უკრაინა გაიმარჯვებს?
- მე ამაში დარწმუნებული ვარ.
წყარო: https://youtu.be/THk6mpNI_a4