პუტინი: რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავიანთი იარაღის გამოყენებას უშვებენ

პუტინი

რუსეთზე შორ მანძილზე მოქმედი დასავლური რაკეტებით შეტევის შემდეგ, უკრაინაში კონფლიქტმა გლობალური ხასიათის ნიშნები მიიღო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

„აგრესიული ქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენც სარკისებრად ვუპასუხებთ. ამაზე სერიოზულად დაფიქრებას ვურჩევ იმ ქვეყნების მმართველ ელიტებს, რომლებიც აყალიბებენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონტიგენტების გამოყენების გეგმებს“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავიანთი იარაღის გამოყენებას უშვებენ.