9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1761380760
"პუტინი ანადგურებს მთელ ქვეყანას, ეს მასობრივი განადგურების ომია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა.
„აღარ ჩანს, რომ პუტინი რამდენიმე რეგიონის აღებას ისახავს მიზნად. ახლა, როგორც ჩანს, ის მთელ ქვეყანას ანადგურებს. ეს მასობრივი განადგურების ომია. მოვისმინე განცხადებები, რომ ეს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ომი გეგმის მიხედვითაა. მას არ ეგონა, თუ უკრაინის მიერ გაწეული წინააღმდეგობა ასეთი იქნებოდა. რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით, მას აქვს უპირატესობა, რომელიც გამოვლინდება, მაგრამ უკრაინელი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგობა მართლაც ძალიან აღმაფრთოვანებელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.