Placebo-მ მოსკოვში დაგეგმილი საკონცერტო გამოსვლა გააუქმა

Placebo

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად, ინგლისურმა როკჯგუფმა Placebo-მ გადაწყვიტა, ზაფხულში რუსეთში დაგეგმილი საკონცერტო გამოსვლა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გაეუქმებინა. განცხადება ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა:

„Placebo მწუხარებით გაცნობებთ, რომ ივლისის თვეში, მოსკოვში დაგეგმილ Park Live Festival-ს ეთიშება. მტკიცედ ვეწინააღმდეგებით უკრაინისკენ მიმართულ სასტიკ ომს. Placebo რუსეთში ტურნეებს ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა და ჩვენთვის გულსატკენია იმის დანახვა, როგორ ჩაითრიეს ამ კოშმარში ქვეყანა, რომელიც გვიყვარს და სადაც ბევრი ძვირფასი მეგობარი გვყავს. ჩვენ ვიცით, რომ რუსი ხალხის უდიდესი ნაწილიც ეწინააღმდეგება ამ ულმობელ ქმედებებს. ჩვენ კი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. მუდამ ჩვენს ფიქრებში ხართ".