„მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით...“ - „კურიერის“ ექსკლუზივი
1794512278
„ნატო არ აპირებს ამ ომში ჩართვას",- ამის შესახებ ესპანურ ტელეარხ La Sexta-სთან ინტერვიუში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ შესაძლებლობას ნატოს ჩართვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში, ბორელმა განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა არც კი განიხილება.
"ეს იქნებოდა მესამე მსოფლიო ომი, ბირთვული ომი. ვცდილობთ არ დავუშვათ, რომ რაიმე ინციდენტმა ამისკენ გვიბიძგოს“, - განაცხადა ბორელმა.